skip to content
ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თბილისს ეწვევა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი 5 ივლისს თბილისს ეწვევა. საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის განხილვა.


რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაიკინი, რომელიც რუსულ მხარეს წარმოადგენს შერეულ საკონტროლო კომისიაში.


ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ოფიციალური პირები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან და სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავასთან. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button