skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტი ლიდერები ივლისის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაღიარებული აფხაზეთის, დნესტრისპირეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები ივლისის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან.


“შეხვედრა, სავარაუდოდ, 12-დან 20 ივლისის ფარგლებში გაიმართება. თუმცა, შეხვედრის ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ შესაძლოა შევიკრიბოთ ან სოჭში, ან ცხინვალში“, იტყობინება “რია ნოვოსტი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


მოსკოვში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილა.


აფხაზეთის ლიდერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ იგი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button