skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს შორის 6 მაისს სატელეფონი საუბარი შედგა.


დღეს ლიტვის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჯორჯ ბუშის 6–10 მაისს მიმდინარე ევროპული ტურნეს შესახებ, რომელსაც აშშ–ს პრეზიდენტი ლატვიაში, ნიდერლანდებში და რუსეთში ვიზიტის შემდეგ 9-10 მაისს საქართველოში სტუმრობით დაასრულებს.


სატელეფონო საუბარში ორი ქვეყნის პრეზიდენტი ასევე შეეხო 22 აპრილს  სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერთა სამიტს კიშინიოვში, რომელშიც ვალდას ადამკუსმაც მიიღო მონაწილეობა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button