
ახალი ამბები
ნოღაიდელი რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან უმოკლეს ვადებში გაყვანას მოითხოვს
პრემიერ-მინსიტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს.
„ჩვენ [ხელისუფლება] მზად ვიყავით შეთანხმებისთვის მიგვეღწია რუსულ მხარესთან, მაგრამ ვადები, რაც დასახელდა ჩვენთვის მიუღებელია“, განაცხადა 8 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა.
საქართველოს პარლამენტში მომზადდა დადგენილების პროექტი, რომელიც ბაზების გაყვანის პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში მათ კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს. პარლამენტი დადგენილების პროექტს 9 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.