ახალი ამბები

ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა ცხინვალში 6 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას დესწრო. შეხვედრაზე ოსურმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან შინაგანი ჯარის გაყვანის საკითხი დააყენა, სანაცვლოდ კი იმ  30-მდე დამატებითი საგუშაგოების გაუქმებას დასთანხმდა, რომელიც ბოლო პერიოდში გამწვავებული ვითარების გამო შეიქმნა.
 
“ჩვენი შინაგანი ჯარი კონფლიქტის ზონაში ანტიკონტრაბანდულ ღონისძიებებს  ახორციელებს და მათი გაყვანის საჭიროებას ვერ ვხედავთ, ოსური მხარის მიერ ბლოკპოსტების გაუქმება კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაპირებად რჩება. ფაქტია, რომ ბლოკპოსტები არ გაუქმებულა “, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
ბლოკბოსტების გუქმება დღეს, როცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა, საეჭვოა.


ბლოკბოსტების გაუქმების შესახებ განცხადება 6 ივნისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმა გააკეთა.

Back to top button