
ახალი ამბები
აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დააპატიმრეს
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრისთვის დავით აბაშიძისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
დავით აბაშიძე პროკურატურამ 9 ივნისს დააკავა. მას ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დაახლოებით 140 ათასი ლარის გაფლანგვა. ამჟამად იგი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.
დავით აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის დროს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, თუმცა ეს პოსტი აბაშიძის საქართველოდან გაქცევამდე ერთი წლით ადრე დატოვა.