skip to content
ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: აბაშიძის რეჟიმი პანიკაშია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის რეჟიმი „პანიკაშია“.


„აბაშიძის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ახლა, ჩვენი მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 მაისს.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარის პოლიციელთა უმეტესობა უკვე განუდგა აჭარის ლიდერს და პრეზიდენტ სააკაშვილს აღუთქვა მხარდაჭერა.


მისი თქმით, აჭარის სოფლებიდან სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება საპროტესტო აქციას ბათუმში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button