ახალი ამბები

ოხანაშვილის გადადგომის შემდეგ, მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად დაინიშნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალ უფროსად მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დანიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ხუთ თვეში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ოხანაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 აგვისტოს გააკეთა. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ“.

This post is also available in: English

Back to top button