skip to content
ახალი ამბები

გატაცებული ბიზნესმენი გაათავისუფლეს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის დირექტორი ამირან ნაცვლიშვილი ოთხდღიანი მძევლობიდან დღეს დილით გაათავისუფლეს და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ნაცვლიშვილი სასტიკად ნაცემია. მისი გატაცებისა და გათავისუფლების დეტალები უცნობია. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამართალდამცავებს ბიზნეზმენის გათავისუფლებაში მონაწილეობა არ მიუღია.

არაოფიციალური მონაცემებით, ამირან ნაცვლიშვილის გატაცების მიზეზი გამოსასყიდის მიღება იყო. საქმეს ქუთაისის პროკურატურა იძიებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button