skip to content
ახალი ამბები

“იტერა” საქართველოს დავალიანების გადავადებას დათანხმდა

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსულმა ენერგოკომპანია “იტერამ” და საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს ამ კომპანიისთვის საქართველოს დავალიანების გადავადებაზე. საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, “იტერას” დავალიანება დაახლოებით 32 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეთანხმება გადავადების შესახებ მიღწეული იქნა 2-3 დეკემბერს საქართველოში “იტერას” პრეზიდენტის, იგორ მაკაროვის ვიზიტის დროს, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აშშ-ში რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” მიერ დაარსებული “იტერა” საქართველოში ბუნებრივი გაზის ერთადერთი შემომტანია.

მოლაპარაკებებზე ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება მოწოდებული გაზის უშუალოდ “თბილგაზისთვის” მიწოდების თაობაზე. ამჟამად იტერა საქართველოში გაზის შემოტანას თავისივე კუთვნილი გამანაწილებელი კომპანია “საქგაზის” მეშვეობით ახდენს, რაც გაზის თვითღირებულებას ზრდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button