skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა აფხაზეთის საკითხი განიხილა

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ვალერი ლოშჩინინი აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა და განიხილა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი.

აღნიშნული ქვეყნები, რუსეთთან ერთად შედიან გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button