
შევარდნაძემ პუტინს წერილი გაუგზავნა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოს საინფორმაციო ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით.
“კონკრეტული ფაქტების გარდა წერილში არის შეხედულებები მომავალში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების შესახებ”, – აღნიშნა შევარდნაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა ზომები შეიძლება მიიღონ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დაბომბვის განმეორების შემთხვევაში, შევარდნაძემ უპასუხა, რომ “საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები გააკეთებენ იმას, რაც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს”.
23 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ერთი ადმაინაი დაიღუპა და 7 დაშავდა.