ახალი ამბები

რუსეთის სამშვიდობო ძალებმა საქართველო მაქსიმუმ 3 თვეში უნდა დატოვონ

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა საქართველო სამი თვის განმავლობაში უნდა დატოვონ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სიხარულიძემ. მისი მტკიცებით წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გამოცხადდებიან. ასეთი ფაქტი კი პარლამენტის მიერ სუვერენული სახელმწიფოს ნაწილის ოკუპაციად შეფასდება – დასძენს პარლამენტის წევრი ირაკლი გოგავა.

აღსანიშნავია ისიც რომ ლეგიტიმური სტატუსის უქონლობის შემთხვევაში სამშვიდობო ძალებს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 157 ხმით ორის წინააღმდეგ  მიიღო დადგენილება რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ.

Back to top button