
2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 9.1%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.7%-ით, 13.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 8.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.08 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (658.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (543.1 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2.06 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (2.02 მლრდ აშშ დოლარი), და ჩინეთი (1.4 მლრდ აშშ დოლარი).
This post is also available in: English