ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმების შემდეგ, გერმანიამ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ბერლინმა გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია და ამის მიზეზად ქართველი ლიდერების მიერ ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად ელჩის საწინააღმდეგო აგიტაცია დაასახელა.

„მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“, – დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე 19 ოქტომბერს და დასძინა, რომ ამის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვია გამოიწვიოს ელჩი ფიშერი  იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება.

„ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English

Back to top button