
ახალი ამბები
ფეისბუქზე „შეურაცხმყოფელი“ კომენტარისთვის აქტივისტს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა
9 ივლისს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტ როსტო ზარანდიას ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო, რომელიც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ზუგდიდის მერიის თანამშრომელ მაგდალინა თოდუას „შეურაცხყოფად“ მიიჩნია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ მედიაში „შეურაცხყოფისთვის“ პირს პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, მსგავსი ქმედებისთვის „ქართული ოცნების“ ათობით ოპონენტი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები დააჯარიმეს.
This post is also available in: English