
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ეძღვნებოდა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“.
საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
„მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, – აცხადებს ირანის საელჩო. „დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“.
This post is also available in: English