skip to content
ახალი ამბები

დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ აიძულებდნენ ოპოზიციის ლიდერების დასადანაშაულებლად ტყუილი ეთქვა

6 დეკემბერს პრო-ევროპულ აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებულმა აქტივისტმა რევაზ კიკვაძემ დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მას აიძულებენ სასამართლოში ჩვენება მისცეს, რომ ფულს და მითითეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან იღებდა. მისი თქმით, იგი უკანონოდაა დაკავებული და სასამართლოში არ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. იგი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს.

„ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად”, – წერს კიკნაძე წერილში.

პოლიტიკოსები, რომლებიც კიკნაძეს უნდა დაედანაშაულებინა, არიან პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. ყველა ეს პარტია ამჟამად გაერთიანებულია „კოალიციაში ცვლილებისთვის“, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა.

4 დეკემბერს ნიკა გვარამია პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში რეიდის დროს დააკავა. 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიკა გვარამიას, წვრილმანი ხულიგნობის (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (172-ე მუხლი) ბრალდებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button