ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა. პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც 21 ნოემბერს შეიკრიბა, როგორც მოსალოდნელი იყო, „სრულად დაუჭირა მხარი“ ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მესამე ოფიციალური დაბრუნების შემდეგ განახლდა, მისი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილება ასევე მოიცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოქმედ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ის ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებს.
მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ პირველი სხდომის შემდეგ პარლამენტი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევის თარიღს დანიშნავს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი 2025 წლის იანვრის დასაწყისში აირჩევა. მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვადა დეკემბერში იწურება. ის არის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლების გზით აირჩევა. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს 300 ხმოსნის შემადგენლობით და იგი საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
მმართველი პარტია, როგორც ჩანს, თვალს ხუჭავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პარლამენტის 30 ოპოზიციონერი დეპუტატის კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობას და შესაბამისად 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ. პარტია პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას 25 ნოემბერს, მომავალ ორშაბათს, გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურმა სარჩელებმა ახალი პარლამენტის ფორმირების პროცესი უნდა შეაჩეროს. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ ახალ პარლამენტშიც მარტო დარჩება, რადგან ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პირობა დადეს, რომ არ შევლენ პარლამენტში და მას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არ არსებობს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ხელს შეუშლის პარლამენტის მოწვევას.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/11/2024 – ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
- 08/11/2024 – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის თავიდან ასაცილებლად პროტესტია საჭირო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)