ახალი ამბები
სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად მესამედ დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 6 აგვისტოს სერგეი შამბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.
დანიშვნამდე შამბა უშიშროების საბჭოს დე-ფაქტო მდივნის პოსტს იკავებდა.
სერგეი შამბა მანამდე ოკუპირებული რეგიონის მთავარ დიპლომატად ორჯერ მსახურობდა: ჯერ 1997 წლიდან 2004 წლის ივლისამდე, შემდეგ კი 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლამდე. ამრიგად, იგი ამ თანამდებობას მესამედ იკავებს.
2010 წლიდან 2011 წლამდე შამბა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრემიერ მინისტრი იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/11/2023 – სერგეი შამბა: საუბარია საჭირო
- 19/10/2023 – სერგეი შამბა: „აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)