
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მოლდოვასა და უკრაინას ულოცავს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიესალმება ევროკავშირის მხრიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. პლატფორმა ულოცავს უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ „ისტორიულ მიღწევასა“ და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლას.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შეუერთდება მათ რიგებს. ამისათვის, კი აუცილებელია პირველ რიგში საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მთავარი ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე და მთელი ძალისხმევა მიმართონ ევროკომისიის მიერ 9 ნაბიჯით განსაზღვრული რეფორმების განსახორციელებლად“, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/05/2024 – საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ „რუსული კანონის“ გამო პარლამენტთან მემორანდუმი გააუქმა
- 16/05/2024 – 120 არასამთავრობო ორგანიზაცია „აგენტების“ კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევას“ ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)