skip to content
ახალი ამბები

ფოტოამბავი | მასობრივი პროტესტის ფონზე, პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე ვეტო დაძლია

28 მაისს, აქციის მონაწილეები დილიდანვე შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სადაც მმართველი პარტია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებოდა. კანონზე მსჯელობას თან ახლდა გარეთ მყოფი მომიტინგეების ხმამაღალი შეძახილები, რომლებიც მოუწოდებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ შეეცვალათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იმ კანონის მიღებით, რომელიც მკაცრად გააკრიტიკეს საერთაშორისო პარტნიორებმა. თუმცა, რვსაათიანი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა საღამოს 7 საათზე კენჭი უყარა კანონის მიღებას, რომელიც ქართულ დემოკრატიას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button