skip to content
ახალი ამბები

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი: სასწავლო პროცესის შეფერხებამ შესაძლოა აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევა გამოიწვიოს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 15 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ აკადემიური პროცესის ბოიკოტს გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, „თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც „ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს“.  

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილმა (89 თანამშრომელი 15 მაისის 16:48 საათის მდგომარეობით) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ცენტრის პოზიციას ემოჯნებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button