skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

16 აპრილს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, სადაც დეპუტატები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავენ.

პოლიცია აქციის მონაწილეთა ჯგუფს დაუპირისპირდა, რომელიც ძირითადად ოპოზიციის აქტივისტებისაგან შედგებოდა და რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის ეზოს გვერდითი შესასვლელის გადაკეტვას. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

აქტივისტებმა, სტუდენტებმა და მოქალაქეებმა პარლამენტის წინ შეკრება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყეს. გუშინ, 15 აპრილს, საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, 20 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

დღევანდელი სხდომა 17 აპრილისთვის გადაიდო, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება.

პარლამენტის სხდომის დასრულებიდან მალევე, პარლამენტის შენობის მიღმა ვითარება სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დემონსტრანტის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. რამდენიმე კი დააკავეს.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button