ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 აპრილის ღამეს პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ.

ამავე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა „დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, რის შედეგადაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა.

შსს-მ ასევე განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ მხარი დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button