skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები რუსულ გავლენაზე კანონპროექტს აინიცირებენ

ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებენ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ შეიმუშავეს.

„სამოქალაქო საქართველოსთვის“ გამოგზავნილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, ასევე ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს საქართველოს დეოკუპაციის შესახებ რეზოლუციებს გაეროს გენერალურ ასამბლეაში, გაეროს უშიშროების საბჭოში, და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოცხადდენ „ოკუპანტი ქვეყნის ძალად“.

„ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტის ინიციატორებს „ფარისევლები“, კანონპროექტს კი „არასერიოზული“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button