ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 26 თებერვალს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე და ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობა.
ამავე ინფორმაციით, დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მათ როლს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
„ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, იმისათვის რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას კვლავაც ექნება დიდი მხარდაჭერა.
რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. მისი თქმით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც საბჭოს წევრი, მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
მაღალი დონის შეხვედრები
შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან გამართა შეხვედრა. მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის (2023-2025წწ) საქმიანობაზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების- ქალების, ბავშვების, შშმ პირების, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტით დაზარალუბული მოსახლეობის უფლებების დაცვაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა დროსაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობა აღინიშნა.
ილია დარჩიაშვილმა ომარ ზნიბერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე და სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის მფლობელობაში გადაცემის თაობაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.
საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს ამ ფორმატში. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, მოხდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
Had a meeting with Omar Zniber, President of @UN_HRC. I congratulated him on taking over such an important position. We exchanged views on the activities of Georgia, as a member of the UN Human Rights Council, including in terms of the protection of the rights of vulnerable… pic.twitter.com/cM0ESDnqum
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 26, 2024
შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მან ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა. აღინიშნა გაეროს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაეროს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში. შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.
At the meeting with @volker_turk, UN High Commisioner for Human Rights, we highlighted the role of his office in ensuring protection of human rights across the ?. I focused on extremely difficult situation in the occupied territories of Georgia, as well as on the importance of… pic.twitter.com/sgbWc9LKst
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 26, 2024
შეხვედრა ყაზახეთის ვიცე-პრემიერთან
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მურატ ნურთლეუს შეხვდა. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აღნიშნეს.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე. დარჩიაშვილმა ყაზახეთის ვიცე-პრემიერი თბილისში მოიწვია.
Had a very good meeting with my colleague from Kazakhstan – Murat Nurtleu. We welcomed the positive dynamics of ??-?? bilateral cooperation and exchanged views on ways of enhancing ties between our countries in various areas for the coming years. @MFA_KZ pic.twitter.com/AAX9fy2Vd6
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 26, 2024
ასევე წაიკითხეთ:
- 18/02/2024 – ილია დარჩიაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა
- 17/02/2024 – ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)