skip to content
ახალი ამბები

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდანაა დაწესებული.

ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ნათია თურნავას თქმით, 2023 წლამდე აღებული საპენსიო სესხები, მათ შორის ოვერდრაფტები, „საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხებია… საშუალოდ 30%-ზე ზევითაა სესხები“, რომელთა პროცენტის შემცირებაც იგეგმება. მან ასევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების განხორციელებაზე, დაწყების თარიღსა და კონკრეტულ პროცედურებზე ლიბერთი ბანკთან ერთად იმუშავებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button