ახალი ამბები

„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში პრეზიდენტმა მკვლევარებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, პოლიტიკოსებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრებს განაგრძობს. 21 თებერვალს მან ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს  უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

თავის მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სიძლიერის, უსაფრთხოებისა და მედეგობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო ფართო დისკუსიაა საჭიროა ევროკავშირის გაფართოებაზე და დასძინა, რომ ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და „ძველი, პროცედურული დისკუსიები საკმარისი არ არის“ წევრი და არაწევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის გაფართოების ეგზისტენციალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და გერმანიაში ვიზიტი ახსენა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან ეს საკითხი განიხილა.

გამოსვლის დასასრულს მან ხაზი გაუსვა საქართველოში Horizon Europe-ის პროექტისა და მკვლევართა მუშაობის მნიშვნელობას და ისურვა, რომ მათ მოუსმენენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button