ასლან ბჟანია მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია 8 თებერვალს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობების განვითარების განხილვა. ბჟანია მოსკოვში 30 იანვარს გაემგზავრა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში ბჟანია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან შეხვედრები გამართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, დმიტრი კოზაკთან, პრემიერ-მინისტრის მოადგილესთაბ ალექსანდრ ნოვაკთან, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსთან დანიილ ეგოროვთან.
შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს „ორმხრივი თანამშრომლობა“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში.
იმავდროულად, 7 თებერვალს აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში უცხოელ აგენტად შეიძლება ჩაითვალონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები.
იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ასევე ამ ქვეყნებში რეგისტრირებული მოქალაქეებისგან და იურიდიული პირებისგან თანხების მიღება არ გახდება იმის საფუძველი, რომ არაკომერციული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი „უცხოელ აგენტად“ გამოცხადდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/10/2023 – ბჟანია მზადაა რუსეთის სამხედრო ფლოტს უმასპინძლოს და სურს საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)