ახალი ამბები

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

შსს-ს პრესრელიზის თანახმად, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობა. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებულის მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. ამავე ინფორმაციით, ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button