ახალი ამბები

OECD-ის ანგარიში საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლებაზე საუბრობს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებულ მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის ანგარიშში „აღმოსავლელი პარტნიორი ქვეყნები 2024“ ნათქვამია, რომ ფიქსირებული და ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში. ფასები ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა კვლავ ოდნავ აღემატება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს და 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2.35% შეადგინა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბევრ ბიზნეს კომპანიას, განსაკუთრებით მცირე კომპანიებს, არ აქვს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა. ბიზნეს კომპანიების 61%  30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს. ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. სტატისტიკურად, მსხვილი კომპანიების 79%-ს აქვს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი). საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი – 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, საქართველო ბოლო წლებში აგრძელებს ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესებას. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე დაკავშირებული ქვეყანაა, სადაც 2015-2020 წლებში ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ქალაქებსა და სოფლებს შორის სხვაობა ინტერნეტზე წვდომის კუთხით ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის განახევრდა (-64 %) და 2021 წელს 12.6%-მდე შემცირდა.  

„საქართველოს შეუძლია დაეხმაროს კონკურენციას, ინვესტიციებსა და ინოვაციას, რათა საბოლოო ჯამში ხელი შეუწყოს უფრო სწრაფი ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უფრო დაბალ ფასად; გააძლიეროს მოთხოვნის მხარე ფართოზოლოვანი სერვისებისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით; და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ათვისებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button