საოკუპაციო ძალებმა თემურ კარბაიას მკვლელობაში ბრალდებული პირები დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს
საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ჯერ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს 10-მდე დე ფაქტო სამართალდამცველი, მათ შორის ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გალის განყოფილების ე.წ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამის თაობაზე ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
- 10/12/2023 – გალში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც გალის რაიონის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ტელეკომპანია „მთავარს“ მიაწოდეს, დაკავებულები იყვნენ ადგილობრივი სამართალდამცველები კვეკვესკირი, ზარქუა, ტყებუჩავა და აბშილავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, დანარჩენების ვინაობა უცნობია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მკვლელობის ფაქტზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
„სამოქალაქო საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა თხოვნით ინფორმაციის მოწოდების თაობაზე და მასალა შესაბამისად განახლდება.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)