ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1992-1993 წლების ომის დროს დაღუპული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ „90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი“.
სამოქალაქო პანაშვიდს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
იდენტიფიცირებულთაგან 5 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/11/2023 – თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)