ახალი ამბები
საქართველო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტს კრძალავს
26 სექტემბრიდან, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი გარკვეული ავტომანქანების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი იკრძალება. აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა 1900 კუბურ სანტიმეტრს აღემატება, ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.
შესაბამისი განკარგულება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში შევიდა ძალაში.
ანალოგიურად, პირველი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/06/2023 – სანქციების საკითხებში კოორდინატორებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
- 27/06/2023 – სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისში შეხვედრებს მართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)