ანზორ ჩუბინიძე: ღარიბაშვილის მგზავრობისთვის თანხა მამამისმა გადაიხადა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.
- 09/09/2023 – სამთავრობო თვითმფრინავით პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტს შეერთებულ შტატებში მწვავე კრიტიკა მოყვა
„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, რასაც „დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი სჭირდება“.
„რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/09/2023 – არასამთავრობოები აშშ-ში სამთავრობო თვითმფრინავით ღარიბაშვილის კერძო ვიზიტის გამოძიებას ითხოვენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)