skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებას სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანოს

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე დაწერილ წერილს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

წერილში ევროპარლამენტარები გამოხატავენ თავიანთ ღრმა შეშფოთებას ინტერნეტ-სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც “ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას”.

ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიმართ არსებული ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არ უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მისი ჯანმრთველობის სწრაფ გაუმჯობესებას. “ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს, ჩატარდეს გადაუდებელი ზომები მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად,” – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტის ხელმომწერი წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებულად გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოუწოდებენ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას, რომელიცაა: “ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება”. 

ევროპარლამენტარები წერენ, რომ საყოველთაო ადამიანის უფლებები, რომლებიც იცავენ თითოეული ადამიანის ღირსებას, ევროკავშირის განუყოფელი ნაწილია. ისინი ელიან, ევროკავშირის ყველა წევრი და კანდიდატი ქვეყნებისგან ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების დემონსტრირებას.

“გვჯერა, რომ ამ საკითხს უდიდეს ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,” – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button