ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

მმართველმა პარტიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, დავით ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარი არ დაუჭირა.

გადაწყვეტილება მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ეროვნული ბანკის დანიშვნებზე არსებულ უთანხმოებას მოყვა. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთი – პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატა, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტი და ექსპერტები შიშობენ, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.

პარლამენტის სხდომაზე მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატებმა აღნიშნა, რომ მათ კანდიდატების პროფესიულ თვისებებთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები არ აქვთ. ბაქრაძის წინააღმდეგ მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ჯაფარიძის წინააღმდეგ არც ერთმა.

პარლამენტის სხდომამდე, კანდიდატებს არც 26 ივნისს, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები 16 ივნისს წარადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button