ახალი ამბები

პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით რვა პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 21 ივნისს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა და რვა პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ღამის კლუბის მფლობელებს უკანონო გარიგება ჰქონდათ ტაქსის მძღოლებთან, რომ ტურისტები მათ კლუბში მიეყვანათ. ბარში დასაქმებული პერსონალის დახმარებით, ტურისტებს თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში ედებათ ბრალი, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

18/02/2022 – ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე პროკურატურამ კიდევ 5 პირი დააკავა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button