ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი ახალ ანგარიშში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული უახლესი ანგარიში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ რეგიონული და გლობალური ეკონომიკის მიმოხილვისას საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებზეც ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური აქტივობა სტაბილური რჩება – 2023 წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3%-იანი ზრდა დაფიქრისდა. ზრდა, პირველ რიგში, მომსახურების სექტორმა განაპირობა; გადამამუშავებელ მრეწველობაში კი კლება დაფიქსირდა.

მსოფლიო ბანკი მოელის, რომ სავაჭრო პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის მოსალოდნელი კლების გამო, 2023 წელს საქართველოს ზრდის ტემპი 4,4%-მდე შემცირდება. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალოვადიან პერსპექტივაში 5%-ზე დასტაბილურდეს.  

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ სიტუაციას უწყობს ხელს, არის ინფლაციის შემცირება. მსოფლიო სასაქონლო ფასების შემცირებას და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ინფლაციის მნიშვნელოვანი კლება მოყვა. მაისში წლიურმა ინფლაციამ 1.5%-ს მიაღწია, რაც ეროვნული ბანკის პროგნოზირებად 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია. ანგარიშის თანახმად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო ინფლაცია, მოთხოვნის მხრიდან პოტენციური ზეწოლის მიუხედავად. სავარაუდოდ, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ არსებულ რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობა შენარჩუნებულია, რისკები დაბალანსებულად მიიჩნევა. სხვა მხრივ, ფულადი გზავნილების შემოდინების ცვლილებამ და მსოფლიო ფინანსური პირობების გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარის ღირებულებაზე, რაც პოტენციურად, დოლარიზაციის მაღალი დონის გამო, მიკროფინანსურ სტაბილურობაზე აისახება. მეორე მხრივ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ფულის შემოდინება მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდეს, და სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის შედეგად, საქართველომ ვაჭრობის მიმართულების შეცვლით იხეიროს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button