
საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან „აგენტებზე“ კანონპროექტის გაწვევის გეგმებს
„ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ ის მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ. „მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც მიესალმა.
I welcome the decision of the ruling party withdrawing the controversial NGO law.#Georgia ?? can continue to count on our support on its EU ?? path. https://t.co/0R0CSEmgLL
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) March 9, 2023
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი ასევე მიესალმა კანონპროექტის გაწვევას, თუმცა შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
Georgians took the streets to express their aspiration for democracy and European values. These peaceful protest were strong and moving to see.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) March 9, 2023
Announcement to withdraw the draft law on “transparency of foreign influence" is a good sign, now concrete legal steps need to follow. pic.twitter.com/Zi4NJST6iZ
ევროპარლამენტარმა ტეის როტენმა განაცხადა, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა სამართლებრივად უაზრობაა და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მეორე მოსმენით უნდა ჩააგდოს. მან მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ კანონის „განმარტების“ ნაცვლად, უსწრაფესად იმოქმედოს.
Don’t celebrate yet.
— Thijs Reuten ??? (@thijsreuten) March 9, 2023
The ?? leadership’s announcement that it will ‘withdraw’ its Russian-style foreign agent law is meaningless. Laws adopted in first reading cannot be withdrawn.
Georgian Dream: don’t ‘explain’ the law. Vote it down in second reading. ASAP.#NoToRussianLaw pic.twitter.com/rw2fiDwV9y
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა დადებითად შეაფასა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება და 12 რეკომენდაციის შესრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
Welcome withdrawal of the draft law. #EU & #Georgia are before a great historic opportunity: Candidate status of ?? . It is in reach – if all want & focus on it, work in inclusive, peaceful, democratic process and progress 12 recommendations. I want it ?????? pic.twitter.com/3C3XwP6QaL
— Peter Fischer (@Diplo_Peter) March 9, 2023
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ასევე მიესალმა „რუსული კანონის“ გაწვევის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ მთელი ამ დრამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა მმართველ პარტიას თავიდანვე ხალხისთვის და საქართველოს მეგობრებისთვის რომ მოესმინა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხალხის ხმის ჩახშობა შეუძლებელია და რომ თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
I welcome @GeorgianDream41's decision to withdraw the #RussianLaw. All this drama could have been avoided had they listened to people & friends of #Georgia ?? from the start. Voice of people can't be silenced, fight for freedom and ??European values always makes sense. https://t.co/TBpSKdsLn6
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) March 9, 2023
მიესალმა რა გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი დაინტერესდა ღირდა კი ეს ყველაფერი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების შემდგომ პოლარიზებად. მან მმართველი პარტია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ერთადერთი რადიკალური ძალა და ერთადერთი სიცრუის მანქანაა.
I welcome this news. But was all this really necessary? Was it worth damaging the country’s international reputation and further polarising the society?
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) March 9, 2023
The only radical forces and the only machine of lies in this damaging episode proved to be the ruling party. @EPPGroup https://t.co/pDTzO00dmc
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა მოუწოდა პარლამენტს, რომ ჩააგდოს კანონპროექტი და აღნიშნა, რომ საჭიროა სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა და არა შეზღუდვა.
Georgian Parliament @Geoparliament should reject the draft law “On #transparency of foreign influence” or any similar draft laws. Civic #participation should be fostered, not curtailed.
— Commissioner for Human Rights (@CommissionerHR) February 28, 2023
Read my letter to the Chairman of the Parliament of #Georgia ? https://t.co/fM129TJAfJ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)