ახალი ამბები

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მთავრობა უკრაინელ ბავშვიან ოჯახებს დაეხმარება

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 12 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა, ფონდის მხარდაჭერით მოწყვლად უკრაინელ ბავშვიან ოჯახებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 470 ლარით დაეხმარება.

ფონდის ინფორმაციით, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საკუთარი და ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით 1 მარტამდე საცხოვრებელი მისამართის მიხედვით შესაბამის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს უნდა მიმართოს.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული და სამხარეო ოფისების ჩამონათვალის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button