Placeholder canvas
ახალი ამბები

უკრაინიდან ლტოლვილი მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან ლტოლვილი სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.

გადაწყვეტილება 25 მარტს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პარალელურად, უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის უკვე 190 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული.

ასევე 25 მარტს ანდრი კასიანოვი და საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინელმა დიპლომატმა, თბილისში, ქუთაისში, ბათმუსა და სხვა დიდ ქალაქებში სრულფასოვანი უკრაინულენოვანი სკოლების გახსნის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button