ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანგარიში საქართველოს მიერ ვარშავის კონვენციის შესრულების შესახებ

დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ვარშავის კონვენცია) მხარეთა კონფერენციამ 13 დეკემბერს ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ვარშავის კონვენციის მე-6 მუხლს ეყრდნობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში დაყადაღებული ან ამოღებული ქონების განკარგვას ეხება და თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.  

ვარშავის კონვენცია 2005 წელს ამოქმედდა და საქართველომ კონვენციის რაფიცირება 2014 წელს მოახდინა. კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულის გამოძიებაში და დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მოძიებასა და ამოღებაში.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ სათანადო ზომები განახორციელა დაყადაღებული ან ამოღებული ქონების განკარგვის კუთხით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც ითვალისწინებს.  

უნდა აღინიშნოს, რომ ამოღებული ქონების განკარგვა სხვადასხვანაირად ხდება და ეს ქონების ტიპზეა დამოკიდებული. იმ დროს, როცა ნაღდი ფული და ძვირფასი ლითონები ეროვნული ბანკის საცავებში ინახება, ავტომობილები დაცულ სადგომებზეა განთავსებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ „არ არსებობს რაიმე კონკრეტული პროცედურა, რომელიც, ზოგადად, აქტივების განკარგვას განსაზღვრავდა“.  

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რამდენიმე ზომა, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს.  

კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა იმსჯელოს უფრო რთული ტიპის ქონების განკარგვის წესის მიღებაზე“. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სპეციალიზირებული გუნდის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც დაყადაღებული ან ამოღებული ქონების განკარგვაზე იმუშავებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button