skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიშინიოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, მოლდოვის პრემიერმინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მისი გავლენა განიხილეს.

ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა და მოლდოვის პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვეს, რომ დღეს უმთავრესია უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მათი მხარდაჭერა.

,,საქართველო უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას, ასეთ დროს ევროპელი პარტნიორების დახმარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც დღის წესრიგში იდგა, დღეს ერთი ორად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა თბილისში 2023 წელს დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button