საქართველოს პარლამენტის წინ 10 ოქტომბერს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის მიერ კიევსა და რამდენიმე სხვა უკრაინულ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო იერიში დაგმეს. აქცია უკრაინელი და ქართველი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა მას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება იყო.
აქციის დროს, რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, სახელად ნიკიტა პროტესტის ნიშნად რუსული პასპორტი დაწვა. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ნიკიტამ რუსეთი ერთი თვის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც მიხვდა, რომ ადგილზე პროტესტის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
მედიის ცნობით, მსგავსი საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა კრაკოვში, პრაღაში, რომში, ვენაში, კიოლნში, ბუქარესტსა და ვილნიუსში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)