
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში, რომელიც პრაღაში 6-7 სექტემბერს იმართება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ეს დაარსებიდან ჯგუფის პირველი შეხვედრაა და მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, კიდევ 17 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც ესწრებიან. ჯგუფის შემდეგი შეხვედრები მოლდოვაში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოშია დაგეგმილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ამ კონტექსტში მან ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი“.
18/08/2022 – საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
Very productive meeting w/ @vonderleyen on the future of security of the European continent. Grateful for the @EU_Commission for assisting ??/w implementation of the reforms to ensure that ?? is granted the ??candidate status. ?? is committed to ?? future! pic.twitter.com/O7XrKkEQGB
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 6, 2022
საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე.
„მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს“.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირი რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ [მხარდაჭერის] ერთგული“.
„ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს და წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის გზაზე. რეფორმის [გატარების] მცდელობა უნდა გაგრძელდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკომისია „მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“.
მაღალი დონის თემატური დისკუსია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ესტონელ კოლეგასთან, კაია კალასთან ერთად, თემატური დისკუსიას – მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე – თანათავმჯდომარეობდა.
ამავე ინფორმაციით, დისკუსიის მონაწილეებმა დისკუსიის არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები განიხილეს. ასევე იმ იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
„ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
Delighted to take part in the European Political Community Summit and co-chair discussion on peaceful & secure future of the?? with ??PM @kajakallas. Thus, we've reiterated ??'s important role in united Europe. We stand together with our partners in addressing existing challenges pic.twitter.com/Xy8KXP7OZN
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 6, 2022
მათვე აღნიშნეს, რომ ახალი პლატფორმა, „არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ“.
დისკუსიას ესწრებოდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი; თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი; ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა; რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი; ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი; მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ქსავიე ბეტელი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)