
ქართულმა დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
ქართულმა დელეგაციამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, სადაც პრემიერმა 22 სექტემბერს სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა რიგი შეხვედრებიც გამართეს.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების შეხვედრა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 24 სექტემბრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„[საქართველოს] მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Had a very good meeting w/ @NikolPashinyan to discuss ??-??relations, along w/ critical importance of peace & stability for our region & beyond. South Caucasus region should become region of opportunities. pic.twitter.com/cbUaLqXcpB
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 23, 2022
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის შედეგად სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციაზე და შედეგად შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დადებითად შეაფასეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკა. მათვე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმსჯელეს.
Enjoyed engaging conversation with CoE SG @MarijaPBuric. Focused on ??'s successful cooperation with the organization, touched upon the security situation in the region. I expressed gratitude for CoE's unwavering support to our country. pic.twitter.com/mqy7E56zq6
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 22, 2022
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიურ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, „რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე და ამ მიმართულებით დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
საერთაშორისო ფორმატებში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხზე იმსჯელეს ილია დარჩიაშვილმა და მისმა თურქმა კოლეგამ, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
Warm and friendly meeting with my Turkish counterpart @MevlutCavusoglu in New York. Exchanged views on key topics of ??-?? strategic partnership. pic.twitter.com/Mh4G6G8BLR
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობისა და მაღალი დონის კავშირების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზებზე ისაუბრეს ილია დარჩიაშვილმა და ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოლტა ჯაჩკამ. მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება და კომისიის პრიორიტეტების შესრულების მიმდინარეობის პროცესი.
„ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ალბანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას… ასევე, აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ალბანეთის პოლიტიკური და პრატქიკული ჩართულობა“.
Glad to meet my Albanian colleague @xhacka_olta. We had an engaging conversation regarding the prospects for deepening ties between our countries, as well as sharing experience on the path of European and Euro-Atlantic integration. pic.twitter.com/OaACn0wBuu
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივები განიხილა ილია დარჩიაშვილმა ისლანდიელ კოლეგასთან, კოლბრუნ გილვადოთირთან შეხვედრაზე.
It was my pleasure meeting the FM of Iceland @thordiskolbrun. ?? and ?? enjoy excellent cooperation in multilateral formats. We expressed readiness to work together to strengthen bonds in coming years. pic.twitter.com/eA7EhPDy0K
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.
Delighted to have an opportunity to meet FM of Saudi Arabia ??, H.H. @FaisalbinFarhan and exchange views on prospects for enhancing relations between our countries. I extended my best wishes on the occasion of their National Day. pic.twitter.com/2lUQm6QNpL
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
ორმხირივი თანამშრომლობის დღის წესრიგსა და არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს ილია დარჩიაშვილმა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალ -მუჰამედ ალ-საბაჰმა.
Delighted to meet my colleague from Kuwait ??, Sheikh Ahmad Nasser Al-Mohammed Al-Sabah. Our countries have worked together to develop strong friendship and we are very much committed to further intensify cooperation and bring our nations closer to each other @MOFAKuwait pic.twitter.com/lX78xPAT7m
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისაც შეხვდა, რა დროსაც, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ არსებული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. მათვე იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებასაც გაუსვეს ხაზი.
Pleased to meet Jordanian FM @AymanHsafadi to thoroughly discuss ??-?? partnership that has already broadened and gained new opportunities. We reiterated our will to explore more areas for cooperation. pic.twitter.com/CxqBB3rvqj
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 23, 2022
ასევე წაიკითხეთ:
- 22/09/2022 – პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ
- 21/09/2022 – ილია დარჩიაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებს ხვდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)