ახალი ამბები

ასლან ბჟანია რუსეთს სტუმრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს, სადაც იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს შეხვდა.

ბჟანიას ადმინისტრაციის ცნობით, 27 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა ორმხრივით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველასყოფად რუსეთის განაგრძობს მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ დახმარებას.

ურთიერთობების განვითარების კონტექსტში მხარეებმა საერთო საერთო-ეკონომიკური სივრცის ფორმირების საკითხიც განიხილეს და აფხაზური „კანონმდებლობის“ რუსულთან მორგებაზეც იმსჯელეს, რაც „რუსულ ბიზნესს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას“ მისცემს.

მედვედევმა და ბჟანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზეც იმსჯელეს, რა დროსაც მედვედევმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ აფხაზეთის გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბჟანიას ადმინისტრაციისვე ცნობით, 28 ივლისს, კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერმა, სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა. მხარეებმა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამის განხორციელებაზეც იმსჯელეს.

შეხვედრა დმიტრი კოზაკთან ერთად ასევე ესწრებოდნენ რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული კონტაქტების დეპარტამენტის უფროსი, იგორ მასლოვი.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 27 ივლისს რუსეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბაც გაემგზავრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button