ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთისა და თურქეთის ახალ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 22 ივლისს საქართველოში ჩინეთისა და თურქეთის ახალ ელჩებს ჭოუ ციენსა და ალი ქაან ორბაის შეხვდა და მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს, მათ შორის, საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით.
თავის მხრივ, თურქეთის ახალ ელჩთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)